რუსთავში ტექნიკის მაღაზია „ზუმერი“ გაქურდეს.
შემთვევა დღეს დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია მობილური ტელეფონები. როგორც Tv4-ს შსს-ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის 167-ე მუხლით დაიწყო.
დადგენილია დანაშაულში მონაწილე რამდენიმე არასრულწლოვანის ვინაობა.