საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს

ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა მიმდინარე წლის 19 მარტს მოხდა.

2019 წლის 19 მარტს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, ღამის საათებში საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გააჩერეს ავტომანქანა, რომლის მგზავრი გადმოვიდა ავტომანქანიდან და საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. აღნიშნული პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება- სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.