კურორტ საირმეში, სასტუმრო „საირმეს“ თანამშრომელი მესამე სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.