საქართველოს მოქალაქემ ერთი და იმავე სავაჭრო ქსელის მაღაზია სამჯერ გაძარცვა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ბრალდებულმა ლომბარდიის ქალაქ მანტუაში ტექნიკის სავაჭრო ცენტრიდან რამდენიმე ლეპტოპის მოპარვა სცადა.
პოლიციის მიერ დაკავებულის იდენტიფიცირების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე წარსულში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. კერძოდ, მან ორჯერ გაქურდა ერთი და იმავე სავაჭრო ცენტრის მაღაზიები.