საწვავით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

საწვავით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევა სართიჭალა – გომბორის საგუშაგოსთან მოხდა.

ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა 1200 ლიტრი დიზელის საწვავით იყო დატვირთული.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ავტომანქანა აფეთქებას გადაურჩა.

ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.