ქალთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში . ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლში 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა . მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა პროფესიის ქალბატონებს , დამსახურებულ პედაგოგებს , ექიმებს , მრავალშვილიან დედებს და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს .
ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებით ,საღამოს ადგილობრივი სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და ანსამბლი „ ბეთანია „ აფორმებდა .









