ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 30 წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგა

Reuters-ის ცნობით ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა.

რუსული ემდიის ცნობით, ნაზარბაევმა გადადგომის შესახებ განცხადება სატელევიზიო ეთერის მეშვეობით გააკეთა.

78 წლის ნაზარბაევმა განაცხადა: „მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო ცემი საპრეზიდენტო ეპოქა“

ნაზარბაევი ყაზახეთის სათავეში 1990 წლიდან იყო. იგი პრეზიდენტობის მეხუთე ვადას ითვლიდა.