ყაჩაღებმა მაღაზიაში ფული ვერ იპოვეს და შოკოლადები მოიპარეს.
შემთხვევა სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,მაგნიტში” გუშინ საღამოს მოხდა.
მაღაზიის თანამშრომლის თქმით, ორმა ნიღბიანმა, სავარაუდოდ, სათამაშო იარაღის გამოყენებით, ფული მოითხოვა, თუმცა სალაროში ფული არ აღმოჩნდა. გასვლისას კი ნიღბიანმა პირებმა მხოლოდ ორი შოკოლადი გაიყოლეს და შესასვლელი კარის შუშა ჩაამტვრიეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.