შეიარაღებული თავდასხმა თბილისში.
საბურთალოზე კერძოდ პეკინის ქუჩაზე მდებარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “გირო კრედიტის” ფილიალს თავს დაესხნენ. პირველადი ინფორმაცით თავდასმხმელებმა აიყვანეს მძევალი, თუმცა ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
ამ დროისთვის უცნობია, შეძლეს თუ არა დამნაშავეებმა თანხის წაღება.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ასევე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ.
წყარო: rustavi2.ge