ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.
მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია კი დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.