ორთაჭალაში მდებარე გარემოს დაცვის სამინისტროს შენობის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ სარემონტო ნარჩენები გახდა.
შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა.
ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამშველო ბრიგადა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.