ხურვალეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელში რუსი სამხედროები არ გამოჩენილან

სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ პრობლემები ხელოვნურად იქმნება და ადგილზე რუსი სამხედროები არ გამოჩენილან.

„ჩვენთან სიმშვიდეა. პრობლემები ხელოვნურად იქმნება, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ დაწყნარდეს მთელი საქართველო. აღარ არის საჭირო, აღარც ზედმეტი ჟურნალისტები და აღარც კეთილის მყოფელები. არაფერი არ ხდება, ძალიან მშვიდად ვართ, როგორც ვართ 10 წელი ისევ ისე ვართ. ბაღებში აგვყავს ძროხები და მე იქ რუსები არ დამინახავს“, – აცხადებენ ხურვალეთის მცხოვრებლები.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ