ციხეების მშენებლობის გამო დაწყებული პროტესტი იუსტიციის სახლთან გრძელდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებენ, ისინი კვლავ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. როგორც აქტივისტები აცხადებენ, გაუარესებული ამინდის მიუხედავად, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.