მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.

ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქარტველოდანაც ჩავიდნენ.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III-საუკუნეში გადმოვიდა.