მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

მაჭახელას ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე სამართლდამცავები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.