ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოკსიკაციის მორიგი შემთხვევა რუსთავში . მოწამვლა ოჯახის სამმა წევრმა მიიღო , მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია . აღსანიშნავია რომ ოჯახში co-თი ინტოკსიკაციის უკვე მეორე შემთხვევაა. ოჯახის კიდევ ერთი წევრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა , მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მცირეწლოვანის ჰოსპიტალიზება კი ბავშვთა საავადმყოფოში მოხდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით , მცირეწლოვანი ბავშვები ბუნებრივი აირის გამოყენების შედეგად მოიწამლნენ, ერთ-ერთმა მათგანმა გონება დაკარგა მეორეს მდგომარეობა კი მძიმე იყო. როგორც ტვ4-ს ბავშვთა საავამდყოფოს მორიგე ექიმმა განუცხადა კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დამხარების ეკიპაჟმა ხუთი თვის და სამი წლის ბავშვები შეიყვანა კლინიკაში შესვლის დროს მცირეწლოვანი პაციენტების მდგომარეობა სტაბილური იყო.მათ გაეწიათ შესაბამისი მკურნალობა და ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.