რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა . დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში ” გადაიყვანა . როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება , 16 წლის გოგო კლინიკაში მრავლობითი დაზიანებით შეიყვანეს . პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა .

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115მუხლით დაიწყო , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს . რა გახდა ახალგაზრდა გოგოს სიმაღლიდან ვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია .