რუსთავის ეპარქია სასულიერო პირების დაპირისპირირების ვიდეოს ასაჯაროებს. ვიდეოში ჩანს რომ სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მათ შორის არის ბერი გაბრიელი, რომელიც ეპარქიის 14 სასულიეო პირს ცემაში ადანაშაულებს. ვიდეოში აგრეთვე ასახულია რომ სასულიერო პირებმა ბერი გაბრიელი ოთახიდან გაიყვანეს.
“ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი”, — ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.