ქუთაისის ქუჩაზე , 22-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ნაძვის წაიქცა . აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს .როგორც tv4-ს 22- საჯარო სკოლის თანამშრომლებმა განუცხადეს ხის ფესვები სავარაუდოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მსვლელობისას დაზიანდა , რის შემდეგაც ხეები ძლიერმა ქარმა მოგლიჯა . როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ , ფაქტის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს აცნობეს, სადაც დადგინდება ხეების დაზიანების რეალური მიზეზი .