ავტოსაგზაო შემთხვევა ლილოსკენ მიმავალ გზაზე (+ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლილოსკენ მიმავალ გზაზე. ერთმანეთს BMW-ს მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაჯახების შედეგად ერთ–ერთი მათგანი ხევში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, დაშავაბულია ერთი ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას საავადმყოფოში გადაჰყავს.