სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს “BMW”-ს და “Hyundai”-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.