ავტოსადგომის მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 29 აპრილის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების ავტორი ფინანსთა სამინისტროა , კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, ემ2, ემ3, ენ2 და ენ3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. პროექტით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება განმეორდება, ჯარიმა 1 000 ლარი იქნება.