უკვე 4 დღეა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯისკენ მიმავალ გზაზე ბერებსა და მომლოცველებს არ ატარებენ. მათ დაწყებული აქვთ ბილიკების გათხრა, რათა აღდგომის მონასტერს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ადვილად მიუდგნენ.
როგორც გიდები აცხადებენ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტერიტორიაზე მისვლის საშუალებას არავის აძლევენ და 4 დღეა მონასტერს ვიზიტორებისგან მკაცრად იცავენ.
“მოიგონეს ასეთი ლეგენდა, რომ შაბათს ამოსული იყო ქალბატონი პრეზიდენტი, მოილოცეს და მოინახულეს მონასტერი და თითქოს ამის შესახებ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არ იცოდნენ. პრეზიდენტს ახლდნენ ქართველი, უცხოელი მეცნიერები, ასევე აზერბაიჯანის მხრიდან წარმომადგენლები და არ ყოფილა ისე, თითქოს მათ არ იცოდნენ ზურაბიშვილი თუ ადიდოდა დავით გარეჯში. საჭიროა პრინციპული პოზიცია ჩვენი მხრიდან“ – აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან 60-70 კილომეტრში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ის მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთმა ასურელმა მამა დავითმა დააარსა. კომპლექსი დროთა განმავლობაში სამონასტრო ცხოვრების ცენტრად იქცა.