აქციამ იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა

ციხეების მშენებლობის გამო დაწყებული პროტესტი იუსტიციის სახლთან გრძელდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებენ, ისინი კვლავ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. როგორც აქტივისტები აცხადებენ, გაუარესებული ამინდის მიუხედავად, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.