ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,,სათნოების სახლის” ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ააიპ ,,სათნოების სახლის” ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად სააღდგომო ნობათი გადასცეს.

,,სათნოების სახლის” 200 ოჯახს, მათ შორის შინმოვლის სერვისის 30 ბენეფიციარს, ნობათები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ პირადად გადასცა. ვალენტინა ნავერიანმა მათ მოახლოებული დღესასწაული მიულოცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველდღიურად ერთჯერადი საკვებით 350 ბენეფიციარს უმასპინძლდება.