ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა აღავლინა .
ლიტურგიის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა შესრულდა. სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელი იგალობეს.
საზეიმო წირვას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.