გადაუვადდებათ თუ არა პროფესიულ სტუდენტებს ჯარში გაწვევა

წვევამდელები, რომლებსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოპოვებული აქვთ პროფესიული სტუდენტის სტატუსი, ვერ სარგებლობენ გაწვევის გადავადების უფლებით, რის გამოც, მათ სწავლის პერიოდში სტუდენტის სტატუსი უჩერდებათ– ამის შესახევ პარლამენტშიი უკვე შესულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან უნდა გათავისუფლდნენ. ინიციატივა გულისხმობს ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლში ცვლილების შეტანას , სადაც, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებული პუნქტი დღესდღეობით არ ვრცელდება პროფესიულ სტუდენტებზე.

ინიციატივა პარტლამენტში 6 მარტს შევიდა, თუმცა პარლამენტს შესაბამისი ცვლილებისთვის ამ დრომდე კენჭი არ უყრია.