გარემოს ზიანს ბიოდეგრადირებადი პარკებიც აყენებს

Environmental Science & Technology–ის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ბიოდეგრადირებადი პარკები გარემოს და წყალს სამი წლის განმავლობაში აყენებს ზიანს.მკვლევრებმა რამდენიმე სახეობის ბიოდეგრადირებადი პარკი სხვადასხვა გარემოში გატესტეს. ტესტმა აჩვენა, რომ სამი წლის შემდეგაც ნიადაგიდან და წყლიდან პარკების ამოღების შემდეგ შესაძლებელი იყო მათი გამოყენება.

ექსპერიმენტის დროს უკეთესი შედეგი აჩვენა კომპოსტირებულმა პაკეტებმა (პაკეტები, რომლებიც კომპოსტირების მეთოდით იშლება) .

კომპოსტი შავი, ფხვიერი მიწის სუნის მქონე ორგანულ მასალას წარმოადგენს. ის ორგანული ნაერთის მიკრობული დაშლის შედეგად მიიღება და წარმოადგენს სასუქს, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ის ხელს უწყობს ნიადაგში ორგანული ნივთიერებების ზრდას, ამარაგებს მის ფიზიკურ თვისებებს. ის შეიძლება დამზადდეს მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურად სახლში ან საბაღე მეურნეობაში.

კომპოსტირებულმა პაკეტებმა ნიადაგში 27 თვე გაძლეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და გამოყენება იკრძალება.