სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გზირიშვილი მოსახლეობას 19:00-საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს. როგორც tv4-ს გზირიშვილმა განუცხადა საზოგადოება ასე თუ ისე ინფორმირებულია და დღეს პანკისის ხეობას სოლიდარობას გამოუცხადებენ.
„პანკისელებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანების ერთად დგომას ყოველთვის აქვს აზრი და ისევე, როგორც მათი ძალისხმევით ჰესის მშენებლობა შეჩერდა, ასევე უნდა შეჩერდეს პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა რუსთავში, სწორედ ამიტომ რუსთაველებიც ამ იდეის გარშემო უნდა გაერთიანდნენ“ – განაცხადა გიორგი გზირიშვილმა.