გურჯაანის სასამართლო დღეს დავით კირკიტაძის საქმეზე იმსჯელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძისა სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.

სასამართლო სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.