შარტავას გამზირზე სამოქალაქო აქტივისტები გამოჩდნენ. “დავით გარეჯი საქართველოა” ამ ლოზუნგით ისინი მშვიდობიან მსვლელობას ამ წუთებშიც განაგრძობენ.
ნიკა კურტანიძის და გიორგი ურგებაშვილის განცხადებით, ეს პროტესტის ერთ-ერთ გამოხატულებაა და ისინი საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.
სამოქალაქო აქტივისტების აზრით ქვეყნის მთლიანობა ყველას პრობლემაა, რომელიც საზოგადოების გაერთიანებას საჭიროებს.
აქტივისტების განცხადებით, რამდენიმე დღეში პროტესტის გამოხატვას ისინი მასშტაბურად აპირებენ, რადგან ყველას უთხრან რომ დავით გარეჯი საქართველოა.