დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელის , დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა და მოწმეების დაკითხვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. კირკიტაძის ადვოკატების ინფორმაციით, სხდომის დახურვას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს,თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა . დღევანდელ სასამართლო სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.

წინა სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რვა მოწმე უკვე დაიკითხა. ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძის საქმესთან დაკავშირებით საქმეზე 60-მდე მოწმე უნდა დაიკითხოს.