დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს-ილია მეორე

დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.

“ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული, ხალხი ამბობს, რომ ფრინველიც, ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთსა. დღეს ზეიმია სიყვარულისა, ყოველმა ჩვენთაგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ”,- ბრძანა ილია მეორემ.