თოვისა და ქარბუქის გამო, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს და მოქალაქეებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.