მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

ტაძრებში დღეს დიდი ხუთშაბათის მსახურება, ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დღეს სამების საკათედრო ტაძარში 12 მღვდელს ფეხს დაბანს.

ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.

დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა.