შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ა.ი. დააკავა.-ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით , გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისში მდებარე საძოვარზე სამი ძროხის მოპარვა სცადა, თუმცა, იგი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. სამართალდამცველებმა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.