მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა “ქართული ოცნების” წევრი სცემა

ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში  . “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა  “ქართული ოცნების” წევრს სცემა . მმართველი გუნდიდან მარნეულის   22-ე  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი , 
გიორგი თაბუკაშვილი tv4-თან საუბრისას დაპირისპირების დეტალებს იხსენებს და მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს .  თაბუკაშვილის განცხადებით გუშინ  ,   ნაციონალური მოძრაობის წევრმა  , ლაშა ქველაძემ ოლქიდან გაიყვანა დ ცალკე საუბარი მოსთხოვა , საუბრის დროს კი მოულოდნელად თავს დაესხა  . გიორგი თაბუკაშვილის თქმით  მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.  

 გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. მომხდარის გამო არავინ დაუკავებიათ.