რუსთავის მიტროპოლიტმა , მეუფე იოანემ გარდამოხსნის წესი შეასრულა .გარდამოხსნა ტაძარში სამჯერ შემოატარეს, რის შემდეგაც ტაძრის შუაგულში ყვავილებით მორთულ სპეციალურ სადგამზე დააბრძანეს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე საფლავში არასრული სამი დღე იმყოფებოდა. წითელ პარასკევს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ​ პასკებს​, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.