უკვე რამდენიმე კვირაა მეგობრობის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე გარე განათებები არ მუშაობს – ამის შესახებ ინფორმაცია tv4-ს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა . როგორც ადგილობრივები აცხადებენ , ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე განათებების უმრავლესობა არ ფუნქციონირებს , რაც მოსახლეობას ღამის საათებში გადაადგილების პრობლემას უქმნის .
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით tv4 „ რუსთავსერვის ცენტრს’’ დაუკავშირდა , როგორც ცენტის ხელმძღვანელი , გიორგი გოროზია აცხადებს პრობლემის სესახებ ინფორმირებულია და გარე განათებები რამდენიმე დღეში შეიცვლება .