მეგობრობის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე გარე განათებები  არ მუშაობს (+ფოტო)

უკვე რამდენიმე კვირაა მეგობრობის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე გარე განათებები  არ მუშაობს  –  ამის შესახებ ინფორმაცია  tv4-ს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა  . როგორც ადგილობრივები აცხადებენ , ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე განათებების უმრავლესობა არ ფუნქციონირებს , რაც მოსახლეობას ღამის საათებში გადაადგილების პრობლემას უქმნის  .

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით tv4 „ რუსთავსერვის ცენტრს’’ დაუკავშირდა  , როგორც ცენტის ხელმძღვანელი , გიორგი გოროზია აცხადებს პრობლემის სესახებ ინფორმირებულია და გარე განათებები რამდენიმე დღეში შეიცვლება  .