მექსიკაში ავარიას 11 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ჩრდილოეთით ავტობუსის ავარიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვია.

ბრიტანული სააგენტო Reuters-ი იუწყება, რომ ავტობუსი, რომელშიც 40 მგზავრი იმყოფებოდა, მეხიკოდან ტორეონისკენ მიდიოდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ვარაუდობს, რომ შემთხვევა მძღოლის ჩაძინებამ გამოიწვია.