მე–15 სკოლის მიმდებარედ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა (+ფოტო)

რუსთავში, მე–15 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სახანძრო–სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. სავარაუდოდ, ბალახის აალება სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.

ადგილზე იყო დაკვამლიანებაც, რამაც გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება გაურთულა.

ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.