სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის განმხილვევლი მოსამართლე, მადონა მაისურაძე, მკვლელობის ადგილზე მივიდა. მან შემთხვევის ადგილის გამოკვლევა–დათვალიერება განახორციელა.
ე.წ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პროკურორები, ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატი და მოკლული სამსონ ქუთათელაძის ვაჟი.
შეგახსენებთ, რომ გენერალი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს მოკლეს. შსს–ს ინფორმაციით ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში ბრალდებული და ქუთათელაძე ერთად შევიდნენ, მათ დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდათ. კამათი მოხდა შენობაშიც, რის შემდეგაც გიორგი ჭანტურიამ სამსონ ქუთათელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატური შაშხანა, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.