ამ დროისთვის პანკისის ხეობაში სიმშვიდეა. ადგილობრივები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის შეთავაძებას დათანხმდნენ, რაც თელავის პოლიციის შენობაში მოლაპარაკებების გამართვას გულისხმობს. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები და პანკისელების ერთი ნაწილი ხეობაში რჩებიან, თუმცა სიტუაცია განიმუხტა. ძალოვანებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ამოწურულია.
შეგახსენებთ, რომ დილიდან პანკისელები ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ისინი ხელკეტებითა და ქვებით იყვნენ შეიარაღებული, სპეცდანიშნულების რაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.