პანკისის ხეობაში, მომხდარი დაპირისპირების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციას ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.