პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს

პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს.
ამის შესახებ ანგარიში ევროსაბჭომ გამოაქვეყნა.

ევროსაბჭოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც 100 000 მოსახლეზე 418,3 პატიმარი მოდის, მას მოჰყვება საქართველო 252,2 პატიმრით და აზერბაიჯანი 235 პატიმრით 100 000 მოსახლეზე.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ნორვეგიაშია 65,4 პატიმრით ყოველ 100 000 მოსახლეზე. ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2018 წლის მონაცემებით, 9 407 პატიმარია.

ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 და 2018 წლებში ევროპაში პატიმრების რაოდენობა 6.6%-ით შემცირდა.