პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის პროტესტს სამღვდელოება შეუერთდა

„უთხარი არა! ციხეების მშენებლობას რუსთავში“  ამ ლოზუნგით ჭყონდიდელის დასახლებაში პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობას ხუთშაბათს  2 მაისს 17:00-საათზე რუსთაველები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

არსებული ინფორმაციით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რუსთავის სამღვდელოებაც შეუერთდება.

შეგახსენებთ, რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობას მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს.