„უთხარი არა! ციხეების მშენებლობას რუსთავში“ ამ ლოზუნგით ჭყონდიდელის დასახლებაში პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობას ხუთშაბათს 2 მაისს 17:00-საათზე რუსთაველები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
არსებული ინფორმაციით, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რუსთავის სამღვდელოებაც შეუერთდება.
შეგახსენებთ, რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობას მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს.