რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გიორგი დანელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ორი თვის წინ გაუარესდა, რის გამოც ის ფილტვების ანთებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

რეჟისორ გიორგი დანელიას პოპულარული ფილმებია: „მიმინო“ და „შემოდგომის მარათონი“. დანელიას სახალხო არტისტის წოდება 1990 წელს მიენიჭა.