როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი?!

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ იწვიმებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ნაირა მანველიშვილის თქმით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში ღამით მოთოვს. დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 12-18 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში – 8-13 გრადუსი.

„23 აპრილისთვის კვლავ ველოდებით ნალექიან ამინდს, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაქსიმალური ტემპერატურა თანდათანობით 15 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთში კი 17 გრადუსამდე იქნება“, – განაცხადა ნაირა მანველიშვილმა.

მისივე თქმით, ამინდი 25-26 აპრილიდან გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20-25 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 23 გრადუსამდე.